94 წლის დედოფალი ელისაბედი თვითიზოლაციას არღვევს

29

ინგლისის დედოფალი ელისაბედ მეორე პაპარაცებმა შვილთან პრინც უილიამთან ერთად შენიშნეს. დედა-შვილი მალევე მოექცა ტაბლოიდებისა და უცხოური გამოცემების ყურადღების ცენტრში, ისინი საზოგადოების კრიტიკის ობიექტი გახნდნენ, რადგან პირბადის გარეშე გადაადგილდებოდნენ. შეგახსენებთ, რომ დედოფალი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და დიდხნიანი პაუზის შემდეგ გარეთ პირველად გამოვიდა. შეგახსენებთ, რომ ელისაბედმა ვინდსორის სასახლიდან რამდენიმე თვის წინ BBC-ის საშუალებით მოსახლეობას მიმართა და კორონავირუსთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სირთულეებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრა: “დღეს კიდევ ერთხელ გვიწევს განვცალკევდეთ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენთვის ყველაზე ძვირფასნი არიან. ჩვენ ბევრი ტკივილი გადაგვიტანია და უამრავი გასაჭირი გამოგვივლია, მაგრამ ეს შემთხვევა ყველასგან განსხვავდება, თუ სწორად ვიმოქმედებთ ყველაფერი გამოგვივა, რადგან ვიცით, რომ სეპარაციაა ვირუსის თავიდან ასაცილებლად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა. ჩვენ კვლავ შევხვდებით მეგობრებს, ჩვენ კვლავ შევხვდებით ოჯახის წევრებს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ” დედოფალმა განცხადება სამეფო ოჯახის ოფიციალურ ინსტაგრამზეც გამოაქვეყნა.

No description available.