მეტოქეთა კოლაბორაცია: Christie’s და La Biennale Paris თანამშრომლობენ

23

ტრადიციული კონკურენტები სააუქციონო სახლი Christie’s და არტ–ბაზრობა La Biennale Paris თანამშრომლობას იწყებენ. მხარეები ორკვირიანი ონლაინ–აუქციონის ფარგლებში გაერთიანდნენ.

La Biennale Paris–ის ისტორია 1956 წელს დაიწყო, როდესაც ანტიკვარის ეროვნული სინდიკატის ხელმძღვანელმა, პიერ ვენდერმეერშმა პირველი ბაზრობა გამართა. მას შემდეგ ეს ტრადიციული ღონისძიებაა, რომელიც ძველი ოსტატებისა და კლასიკის სფეროს წარდგენას ემსახურება.

ამჯერად Christie’s-სთან თანამშრომლობით ბაზრობაში 42 გალერეა ჩაერთო და 24 სექტემბრიდან მყიდველებს 90 ნამუშევარი შესთავაზა.