კანადელმა ქალმა 15 წლის წინ მოპარული არტეფაქტები პომპეიში დააბრუნა

26

36 წლის კანადელმა ქალმა, სახელად ნიკოლმა 15 წლის წინ მოპარული არტეფაქტების დაბრუნება გადაწყვიტა. ნივთები მან ქალაქ პომპეის არქეოლოგიური გათხრების მონახულების დროს მიითვისა. მოპარულ ნივთებს შორის მოზაიკისა და კერამიკის ნატეხები და ასევე, ამფორის ნაწილია. ნიკოლმა ყველაფერი იტალიის ერთ–ერთ ტურისტულ აგენტს გადაუგზავნა.

“ახალგაზრდა და სულელი ვიყავი. მინდოდა ისტორიის ისეთი ნაწილი მქონოდა, რომელსაც ვერ ვიყიდი. არასოდეს მესმოდა სინამდვილეში რა მივითვისე. მე ნეგატიური ენერგიით სავსე ისტორიის ფრაგმენტები ავიღე. მას შემდეგ რაც პომპეიდან ნივთები მოვიპარე და სახლში მოვიტანე მუდამ უბედურება ხდებოდა ჩემს გარშემო. არ მინდა ეს წყევლა ჩემს ოჯახს, ჩემს შვილებს გადაეცეთ”, – წერს ნიკოლი წერილში.