აუქციონის თეორეტიკოსებს ნობელის პრემია გადაეცათ

31

2020 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ეკონომიკის დარგში პოლ მილგრომი და რობერტ უილსონი გახდნენ, რომლებიც აუქციონების მექანიკას, ვაჭრობისას მონაწილეების ქცევას და ყველაზე მომგებიან სააუქციონო სტრატეგიებს წლების განმავლობაში იკვლევდნენ.

რობერტ უილსონმა, რომელმაც აუქციონების კვლევა 1960–1970–იან წლებში დაიწყო, პირველმა აღმოაჩინა “გამარჯვებულის წყევლის” ეფექტი. ეფექტი მაშინ იჩენს თავს, როდესაც გამარჯვებული ვაჭრობისას ძალიან მაღალ ფასს ასახელებს და საბოლოო ჯამში ბევრად მეტს იხდის, ვიდრე ლოტის რეალური ფასი შეიძლება იყოს. “გამარჯვებულის წყევლის” გავლენა მით უფრო ძლიერია, თუ მონაწილეები ლოტის შესახებ მწირ ინფორმაციას ფლობენ.

პოლ მილგრომმა უილსონის თეორია განავითარა: მან დაადგინა აუქციონის რომელ ფორმატშია ყველაზე ძლიერად გამოხატული “გამარჯვებულის წყევლის” ეფექტი. მისივე მტკიცებით, ეს “ჰალნდიური” ვაჭრობის დროს ხდება, როდესაც ვაჭრობის პრინციპი ფასის შემცირებაზეა ორიენტირებული. მილგრომის განმარტებით, კლასიკური ინგლისური აუქციონის მონაწილეები “წყევლას” უფრო მარტივად უვლიან გვერდს.