რომის კინოფესტივალი Pixar-ის მულტფილმმა გახსნა

29

სტუდიების Disney და Pixar ანიმაციური ფილმის “სულის” ჩვენება რომის კინოფესტივალის გახსნისას გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, ჩვენებების მულტფილმით დაწყება სიმბოლურია, რადგან რომში პარალელურად ბავშვებისა და მოზარდებისთვის კინოს სექცია გაიხსნა.

სულ კინოფესტივალის პროგრამაში 24 ფილმია, რომელთა შორისაცაა ფრანსუა ოზონის ზაფხული–85, გებრიენ რენჯის “Stardust”, ლუკა ბელვოს “მამაკაცები” და სტივ მაკ–კუინის “პატარა ნაჯახი”, რომელსაც სპეციალური პრიზიც გადაეცემა.

შეგახსენებთ, რომ კინოფესტივალი კორონავირუსის პანდემიის გამო, შეზღუდული წესებით ტარდება.