“დექსტერის” გაგრძელებას გადაიღებენ

33

ტელეარხმა Showtime სერიალ “დექსტერის” ახალი სეზონის გადაღების გადაწყვეტილება მიიღო. პროექტზე პროდიუსერი და მწერალი კლაიდ ფილიპსი იმუშავებს, რომელმაც სერიალის პირველი ოთხი სეზონი შექმნა, ხოლო მთავარ როლს კვლავ მაიკლ სი ჰოლი დაუბრუნდება. ახალი სეზონი 10 სერიისგან შედგება და გადაღებები 2021 წელს დაიწყება.