შექსპირის პიესების პირველი გამოცემა აუქციონზე გაიყიდა

32

ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის პიესების კრებულის პირველი გამოცემა “პირველი ფოლიო”, აუქციონ Christie’s ფარგლებში ნიუ–იორკში, თითქმის 10 მილიონ დოლარად გაიყიდა. ეს ლიტერატურული ნაწარმოების გაყიდვიდან შემოსულ თანხებს შორის რეკორდული ციფრია.

“შექსპირის “პირველი ფოლიოს” ფასმა 9 978 000 დოლარს მიაღწია, რითაც აუქციონზე ბეჭდური ლიტერატურის გაყიდვით შემოსულ თანხებს შორის აშკარა რეკორდსმენი გახდა. ფოლიო შედგება 27 პიესისგან, რომელთაგანაც 18 დაკარგულად ითვლებოდა”, – წერს სააუქციონო სახლი.

აღსანიშნავია, რომ კრებული 1623 წელს დრამატურგის მეგობრებმა ჯონ ჰემინგმა და ჰენრი კონდელმა გამოსცეს.