AC/DC ახალ ალბომს გარდაცვლილ მეგობარს უძღვნის

607

ჯგუფ AC/DC–ის წევრებმა სპეციალურ ვიდეო–მიმართვაში განაცხადეს, რომ 2017 წელს გარდაცვლილი მალჰოლმ იანგი ახალი ალბომით აუცილებლად იამაყებდა. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ალბომი, რომლის რელიზიც 13 ნოემბერსაა დაგეგმილი, იანგის ხსოვნას ეძღვნება.

“ვიცი, რომ ის აღარაა ცოცხალი. მაგრამ მისი სული ჩვენთანაა. ეს ჯგუფი მისი შვილია”, – აცხადებს გარდაცვლილის ძმა, ანგუს იანგი.