“ახალი მუტანტების” პრემიერის თარიღი ისევ შეიცვალა

611

რეჟისორ ჯოშ ბუნის ბედკრული ფილმის “ახალი მუტანტების” პრემიერის თარიღმა 1 აგვისტოდან 2020 წელზე გადაინაცვლა.

იქს-ადამიანების სპინოფს რამდენჯერმე შეეცვალა გამოსვლის თარიღი. ყველაფერი კი იმით ისნება რომ პროდიუსერები დამატებით გადაღებებს ითხოვენ, გარდა ამისა შეფერხებას “Disney”-ს და “Fox”-ის შერწყმამაც ხელი შეუშალა. შესაძლოა საგანგაშო არაფერია და მიკი მაუსის სტუდია “ბნელ ფენიქსს” და “ახალ მუტანტებს” ერთმანეთს გონივრულად აშორებს.

შეგახსენებთ რომ მომავალ ფილმში მთავარ როლებს ანია ტეილორ-ჯოი და მეისი უილიამსი ასრულებენ.