ქარდი ბის ყოფილმა ქმარმა დაბადების დღეზე სიურპრიზი მოუწყო

290

11 ოქტომბერს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალი რეპერი – Cardi B 28 წლის გახდა და ეს დღე მეგობრებთან ერთად ლას-ვეგასში აღნიშნა. მდიდრული წვეულების მთავარი მოულოდნელობა ოფსეტის გამოჩენა იყო, რომელთან დაშორებაც რეპერმა ცოტა ხნის წინ დააანონსა, წყვილს შერიგების შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცაღა შესანიშნავმა სიურპრიზმა შესაძლოა ფანებისთვის სათქმელი თავად თქვას – საკუთარი შვილის დედიკოს რეპერმა Rolls Royce Cullinan-ი აჩუქა.