„Ad Astra“ -კოსმოსურ დრამაში მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს

643

რეჟისორ ჯეიმს გრეის ახალი ფილმის „Ad Astra“-ს თრეილერი გამოქვეყნდა. ეს არის სამეცნიერო კოსმოსური დრამა, სადაც მთავარ როლს ბრედ პიტი ასრულებს. ფილმში ნაჩვენებია კოსმოსში დაკარგული მამის საძებნელად წასული ასტრონავტის მოგზაურობა.

ბრედ პიტის პერსონაჟს, რომელიც უცხო ცივილიზაციების საძიებოდ და შესასწავლად გამგზავრებული მამის პოვნა სურს, მზის სისტემის დიდი ეგზისტენციალური საიდუმლოებების ამოხსნა მოუწევს. არსებული ინფორმაციით, სიუჟეტი მწერალ ჯოზეფ კონრადის ცნობილ ნაწარმოებს „წყვდიადის გულს“ მოგვაგონებს, რომლის იდეური თემებიცაა: ცივილიზაცია და ჩამორჩენილი სამყარო, იმპერიალიზმი, რასიზმი და სხვა.

ფილმში ასევე მონაწილეობენ: ტომი ლი ჯონსი, დონალდ საზერლენდი, რუთ ნეგა და ჯონ ორტისი. პრემიერა 20 სექტემბერს შედგება.