ედ შირანი ახალშობილ გოგონასთან ერთად პირველად შენიშნეს

770

29 წლის პოპვარსკვლავი ედ შირანი რამდენიმე საათის წინ ახალშობილ ქალიშვილთან ერთად პირველად შენიშნეს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ედი და მისი მეუღლე 27 წლის ჩერი სიბორნი პირველ შვილს ელოდებოდნენ. ოჯახთან დაახლოვებულმა სანდო წყარომ The Sun-თან საუბრისას განაცხადა: “მშობლები ძალიან ბედნიერები არიან, თვითიზოლაცია შესანიშნავი პერიოდი აღმოჩნდა მათთვის, რაც დაეხმარა მათ უკეთ ჩამოყალიბებულიყვნენ. ისინი ცხოვრების ახალი ეტაპისთვის ემზადებიან. მათ სახლის დეკორაციებიც კი შეცვალეს და უკვე ყველანაირი პირობა შექმნეს იმისთვის, რომ ოჯახის ახალ და ყველაზე პატარა წევრს კარგად მომზადებულები შეეგებონ.”