ჯონ ლენონის დამ ბავშვობაზე ისაუბრა

55

ჯონ ლენონის დამ ჯულია ბაიარდმა, ძმის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მათი ბავშვობა გაიხსენა. მისივე განმარტებით, მათი დედა მუდამ გვერდში ედგა ჯონს და სხვა მშობლებისგან განსხვავებით, არასოდეს შეუშლია ხელი შვილის მუსიკალურ კარიერაში.

“დედა ნებას რთავდა ჯონსა და პოლს რეპეტიციები ჩვენს სამზარეულოში ჰქონოდათ. სხვა ბავშვები 15 წლის ასაკში ტოვებდნენ მუსიკას, რადგანაც მათი მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ”, – აღნიშნა ბაიარდმა.