შაკირამ და პრინცმა უილიამმა სკეიტბორდინგი განიხილეს

298

პრინცმა უილიამმა და მომღერალმა შაკირამ ონლაინ-კონფერენციის ფარგლებში, მუსიკოსის სკეიტბორდინგით გატაცება და კლიმატის ცვლილებები განიხილეს. პრინცმა მადლობა გადაუხადა მომღერალს ეკოლოგიის საბჭოში გაწევრიანებისთვის.

“მუდამ ვუყურებდი სკეიტბორდისტებს და მშურდა მათი. მეც მინდოდა სრიალის სწავლა. წელს, ვცადე ჩემი შვილები დამეყენებინა სკეიტზე. სპეციალიზირებულ მაღაზიაში წავიყვანე. თუმცა, შთაბეჭდილების ქვეშ უფრო მეტად მე ვიყავი. ახლა სკეიტს ვეღარ ვშორდები”, – განაცხადა შაკირამ.