ლედი გაგა საკუთარი კოსმეტიკური ბრენდისთვის პოზირებს

65

ლედი გაგამ მსოფლიოს არაერთხელ აჩვენა თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი პოპვარსკვლავი ისეთი რთული პერიოდის დროსაც კი, როგორიც 2020 წელი და გლობალური პანდემიის გარშემო შექმნილი ვითარებაა. მან კარანტინის პერიოდში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობით მილიონობით დოლარი შეაგროვა, საქველმოქმედო საქმიანობის პარალელურად ახალი ალბომით მსოფლიო რეკორდი მოხსნა, MTV VMA-ის დაჯილდოებაზე კი Tricon ჯილდო მიიღო (შეგახსენებთ, რომ გაგა პოპის დედოფლის, მადონას შემდეგ პირველია, ვისაც “ემთივისგან” ეს პატივი ხვდა წილად). გაგა კარიერულ საქმიანობას კვლავ აგრძელებს და ამჯერად მან საკუთარი კოსმეტიკური ბრენდის HAUS LABORATORIES-ის უახლეს ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა.