Machine Gun Kelly-ს ალბომი Billboard 200-ის სათავეში პირველად მოხვდა

277

რეპერ Machine Gun Kelly-ის ალბომი Billboard-ის ორასეულში პირველ ადგილს იკავებს. შემსრულებელმა წარმატება მეგობარ გოგონასთან ერთად დასავლეთ ჰოლივუდში აღნიშნა. ვარსკვლავური სიყვარულის ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც 30 წლის რეპერმა Machine Gun Kelly-იმ თავისი ახალი სიმღერის Bloody Valentine-ის ვიდეოკლიპი წარადგინა, რომელშიც მისი ამჟამინდელი მეგობარი გოგონა მსახიობი მეგან ფოქსი მონაწილეობდა. ამ პერიოდში მეგანი ჯერ კიდევ ყოფილი მეუღლის ბრაიან ოსტინის მეორე ნახევარი იყო, რომელთანაც ამჟამად სამი საერთო შვილი ჰყავს. Machine Gun Kelly-იმ რამდენიმე დღის წინ People-თან საუბრისას განაცხადა, რომ მეგანის გაცნობის შემდეგ ნამდვილ სიყვარული გამოსცადა.

“ეს იყო პირველი ნახვით შეყვარება, მე არ ვიცოდი მეგანთან შეხვედრამდე ნამდვილი სიყვარული რა იყო, მაგრამ ახლა უკვე ვიცი…” – აცხადებს მუსიკოსი.