ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ამბასადორი გახდა

799

33 წლის ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი Cartier-ის ამბასადორი გახდა. შემსრულებელმა სიახლე გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით ამცნო და შემოქმედებით ჯგუფს მადლობა გადაუხადა: “მე ძალიან ბედნიერი ვარ და გახარებული, რადგან ლეგენდარული Cartier-ის ამბასადორი გავხდი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თქვენი ოჯახის წევრი, რათა მომავალში ბევრი რამ გავაკეთოთ თქვენი ხიბლისა და გლამურის ხელწერით ხელოვნებისა და კულტურისთვის.”