მადონასა და დევიდ გეტას თანამშრომლობა ზოდიაქოს ნიშნის გამო შეწყდა

132

მომღერალი, მადონა დევიდ გეტასთან აღარ ითანამშრომლებს. ორ არტისტს შორის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი ზოდიაქოს ნიშნები გახდა.

როგორც გეტა ამბობს, მადონას ლანჩზე შეხვდა და მათ პროექტის დეტალებზე ისაუბრეს. საუბრის მიწურულს გეტამ აღნიშნა, რომ ის ზოდიქოთი მორიელი იყო, რის შემდეგაც მადონას სახის გამომეტყველება შეეცვალა და გეტასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

ცნობისთვის, თავად პოპის დედოფალი ზოდიაქოთი ლომია.