ედი ვან ჰალენი გარდაიცვალა

59

ლეგენდარული გიტარისტი და ჯგუფ Van Halen-ის დამფუძნებელი ედი ვან ჰალენი 65 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით მუსიკოსს 2015 წელს ყელის ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი დაუდასტურდა და ის რეგულარულად გადიოდა მკურნალობას.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს ჟურნალმა Guitar World ედი ვან ჰალენი ყველა დროის უდიდეს გიტარისტად დაასახელა.