მეტროპოლიტენ ოპერის 2020-2021 წლის სეზონი კორონავირუსის პანდემიის გამო გაუქმდა

64

ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი ოპერა კორონავირუსის პანდემიის გამო 2020-2021 წლის სეზონს აუქმებს. ოპერას ამ კვირას უნდა დაეწყო სეზონი, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით მთავარმა მენეჯერმა, პიტერ გელბმა, გაავრცელა განცხადება, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კომპანიის და ადგილობრივების უსაფრთხოება და სწორედ ამიტომ არ ხსნიან სეზონს. „ჩვენ უნდა დაველოდოთ ეფექტურ ვაქცინას და იმ დროს, როდესაც ეს ვაქცინა ფართოდ გავრცელდება, რასაც, სამწუხაროდ, ზაფხულამდე არ უნდა ველოდოთ“ – განაცხადა პიტერ გელბმა. სამწუხარო ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, გელბმა განაცხადა, რომ 2021-2022 წლის სეზონი 2021 წლის 27 სექტემბერს დაიწყება. პრემიერა კი ტერენსი ბლანჩერის ნაწარმოები იქნება. ტერენსი ისტორიაში შევა იმით, რომ ის იქნება პირველი ფერადკანიანი კომპოზიტორი, რომელიც მეტზე წარადგენს ნამუშევარს.