პოლ მაკ–კარტნიმ ლენონთან შერიგებაზე ისაუბრა

134

ბრიტანელმა მუსიკოსმა პოლ მაკ–კარტნიმ Radio 2-თან და შონ ლენონთან საუბრისას, აღნიშნა, რომ ბედნიერი იყო, როდესაც ჯონ ლენონს შეურიგდა.

“მუდამ ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე საოცარი მომენტი იყო, როდესაც მთელი ამ კამათის, გაუგებრობების და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, მე და მამაშენი შევრიგდით. ძალიან ბედნიერი ვარ. ეს რომ არ მომხდარიყო, მშვიდად ვერ ვიცხოვრებდი. ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით”, – განაცხადა პოლ მაკ–კარტნიმ.