ანდრეა ბოჩელი ახალ ალბომს აანონსებს

351

ანდრეა ბოჩელიმ ახალი ალბომი Believe დააანონსა, რომლის რეზილიც 2020 წლის 13 ნოემბერს შედგება. ალბომს ლეიბლი Sugar/Decca Records გამოუშვებს.

“ალბომის კონცეფცია სამ სიტყვაზეა აგებული: რწმენა, იმედი და გულმოწყალეობა. ესაა ქრისტიანობის სამი სათნოება, მაგრამ მიუხედავად რელიგიური მრწამსისა, ისინი ყველა ჩვენთაგანის ცხოვრების აზრია”, – აცხადებს მომღერალი.