ელვის პრესლის სიმღერების ავტორი გარდაიცვალა

144

მუსიკოსი მაკ დევისი 78 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

1960–იან წლებში დევისი ნენსი სინატრას საგამომცემლო კომპანიის ავტორი გახდა. სწორედ მან დაწერა ელვის პრესლის ისეთი ჰიტები, როგორებიცაა “In the Ghetto”, “Memories”, “Don’t Cry Daddy” და “A Little Less Conversation”.

მის სიმღერებს ასევე ასრულებდნენ კენი როჯერსი, დოლი პარტონი, გლენ კემპბელი, ტომ ჯონსი, ჯონი ქეში, ბრუნო მარსი და ავიჩი.