სტინგი დუეტების ალბომს გამოუშვებს

85

მუსიკოსმა სტინგმა ჯიმი ფელონის შოუში სტუმრობისას განაცხადა, რომ ის საკუთარ სტუდიაში დუეტების ალბომს წერს. ალბომის დასახელება და გამოსვლის თარიღი ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ მუსიკოსის აღნიშვნით, ეს საშობაო სიურპრიზია.

“კარიერის განმავლობაში მე უამრავი დუეტი ჩავწერე საოცარ არტისტებთან ერთად. ჩვენ ისინი შევაგროვეთ და აშკარა გახდა, რომ ცალკეული ალბომის გამოშვებაა საჭირო”, – განმარტა სტინგმა.

გარდა ამისა, მუსიკოსმა შოუს ფარგლებში ახალი დუეტი, რეპერ Gashi-სთან ერთად ჩაწერილი სიმღერა “Mama” წარადგინა.