Dior-მა ვენეციაში ოქროს ჩანჩქერები განათავსა

68

80 წლის იტალიელი მედია–არტ მხატვრის ფაბრიციო პლესისა და მოდის სახლის Dior-ის კოლაბორაციის შედეგად, ინსტალაცია “ოქროს საუკუნე” ვენეციაში განთავსდა. სან–მარკოს მოედანზე მდებარე მუზეუმ კორერის ფანჯრებზე დაინსტალირებული ეკრანებზე ოქროს დინება აისახება, ხოლო თანმხლები მუსიკა ბრიტანელ კომპოზიტორს, მაიკლ ნეიმანს ეკუთვნის.

ინსტალაციის მზადება პლესიმ ჯერ კიდებ კარანტინამდე დაიწყო და თვითიზოლაციის პერიოდშიც აგრძელებდა. მხატვრის განცხადებით, განსაკუთრებულად რთული იყო დისტანციურად გათვლების წარმოება.

ინსტალაცია 2020 წლის 1 ნოემბრამდე გასტანს.