შუმერული ბარელიეფი აუქციონიდან მოიხსნა და ერაყს დაუბრუნდება

104

შუმერული სკულპტურა, რომლის ასაკიც დაახლოებით 2400 წელს შეადგენს აუქციონიდან მოიხსნა და ბრიტანეთის მუზეუმის აქტიური ჩართულობის წყალობით ერაყს დაუბრუნდება.

ბარელიეფი ონლაინ აუქციონზე TimeLine 2019 წლის მაისში გამოჩნდა, თუმცა ბრიტანეთის მუზეუმის სპეციალისტებმა პოლიციას მიმართეს.

“კონტრაბანდული არტეფაქტები ხშირად გვხვდება. თუმცა, აქ საუბარია უნიკალურ აღმოჩენაზე. მსგავსი ნივთები უდიდესი იშვიათობაა. უძველესი მესოპოტამიის ხელოვნების მსგავსი 50–მდე ნიმუშია ცნობილი. აუქციონზე არტეფაქტი შეცდომითაა წარმოდგენილი, როგორც აკადური, ის ნამდვილად შუმერულია”, – აცხადებს ბრიტანეთის მუზეუმის კურატორი, ჯონ სიმფსონი.

კურატორის აზრით, დროთა განმავლობაში შეიძლება სკულპტურის სხვა ნაწილებიც მოიძებნოს.