მიხეილ მრევლიშვილის ფილმის ჩვენება გაიმართება

83

2020 წლის 26 სექტემბერს 21:00 საათზე მიხეილ მრევლიშვილის ფილმის ჩვენება იტალიის საელჩოს ხელშეწყობითა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იტალიაში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასწრება უფასია, თუმცა წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.

წინასწარი ჩაწერა ხორციელდება ელექტრონული ფოსტით:
prenotazioni.atg@gmail.com

შეგახსენებთ, რომ მიხეილ მრევლიშვილის ფილმი “გამარჯობა, ქარი ქრის” ეძღვნება იტალიელ პოეტს, დრამატურგსა და საზოგადო მოღვაწეს – ტონინო გუერას, მოიცავს ფრაგმენტებს მისი ბიოგრაფიიდან და  აერთიანებს იმ დოკუმენტურ მასალას, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მიხეილ მრევლიშვილისა და მისი შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. ფილმში ასევე წარმოდგენილი არიან ტონინო გუერას თანამოაზრეები, რომლებიც მასთან სხვადასხვა დროს მუშაობდნენ და რომელთა მოღვაწეობამ უდიდესი კვალი დაამჩნია თანამედროვე მსოფლიო კულტურას: ფედერიკო ფელინი, მიქელანჯელო ანტონიონი, ფრანჩესკო როზი, პაოლო და ვიტორიო ტავიანები, ჯუზეპე ტორნატორე, ვიმ ვენდერსი, თეო ანგელოპოლუსი, კარლა ფრაჩი. ფილმში ასევე მონაწილეობენ  მაესტროს ვაჟი – კომპოზიტორი ანდრეა გუერა და  მეუღლე – ლორა გუერა.