Billboard Music Awards 2020-ის ნომინანტების სია ცნობილია

239

Billboard Music Awards 2020-ის ნომინანტების სია ცნობილია. ყველაზე მეტ, 16 ნომინაციაში  არტისტი Post Malone-ა წარდგენილი. მას მოჰყვება Lil Nas X – 13 ნომინაციით. ნომინაციების რაოდენობის მიხედით, მესამე პოზიციაზე ბილი აილიში და Khalid იმყოფებიან. ისინი 12 კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლებენ. რაც შეეხება აღნიშნული ღონისძიების ჩატარების ფორმატს, ეს ჯერჯერობით უცნობია.