ამერიკელმა მომღერალმა ბილი აილიშმა საკუთარი თოჯინების კოლექცია გამოუშვა.
თოჯინა “Bad Guy” 26 სანტიმეტრია სიმაღლეში და შემსრულებლის რეალისტურ ვერსიას წარმოადგენს.

მეორე თოჯინა სახელად “All the good girls go to hell” სიმაღლეში 15 სანტიმეტრია და მას მოზრდილი ფრთები აქვს.

თოჯინები გაყიდვაში 2020 წლის 15 ოქტომბერს გამოვა და მათი შეძენა მომღერლის ოფიციალურ საიტზე იქნება შესაძლებელი.