ჯონ ლენონის მკვლელმა თავისი საქციელი ახსნა

85

ამერიკელმა მარკ დევიდ ჩეპმენმა, რომელმაც The Beatles-ის სოლისტი ჯონ ლენონი მოკლა, საკუთარი საქციელი ახსნა. ჩეპმენმა განცხადება მოკლულის ქვრივის, იოკო ონოსთვის გააკეთა, როდესაც პირობითი მსჯავრის კომისიის წინაშე წარსდგა. მისივე განმარტებით, მან ლენონი იმიტომ არ მოკლა რომ მას ცუდ ადამიანად თვლიდა.

“ის ლეგენდა იყო. მე ის მოვკალი, რადგან ის ძალიან, ძალიან, ძალიან ცნობილი იყო და ესაა ერთადერთი მიზეზი. მე ძალიან, ძალიან მსურდა ცნობილი ვყოფილიყავი და ეგოიზმმა მძლია”, – აცხადებს პატიმარი.