თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი მეათედ ჩატარდება

50

27 სექტემბერს, თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალი წელს მეათედ ჩატარდება. ღონისძიებას მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე უმასპინძლებს.

ორგანიზატორების განცხადებით, ქვეყანაში არსებული პანდემიის ფონზე, რეგულაციების მკაცრი დაცვით, საფესტივალო პროგრამა ოთხი კონცერტით შემოიფარგლა.

თბილისის საგუნდო მუსიკის ფესტივალს გახსნის გ.ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა – ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით!

შესრულდება ქართული და უცხოური საგუნდო მუსიკა და ყველასთვის საყვარელი ქართული სიმღერების განსხვავებული ვერსიები.

კონცერტი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაღში16:00 საათზე დაიწყება.