The Croods-ის მეორე ნაწილის პირველი თრეილერი გავრცელდა

37

The Croods-ის მეორე ნაწილის პირველი თრეილერი გავრცელდა. ამ ახალ ნაწილში აქცენტი ერთიანობის მნიშვნელობაზეა გაკეთებული.

ფილმის მთავარი გმირები სამოთხის მსგავს ადგილს აღმოაჩენენ, სადაც ერთი ოჯახი უკვე დასახლებულია. გარკვეული დროის შემდეგ ოჯახები საერთო ენას იპოვნიან და მათი ერთად ცხოვრება ბევრად საინტერესო გახდება.

The Croods-ის მეორე ნაწილის პერსონაჟებს მსახიობები, ნიკოლას ქეიჯი, ემა სტოუნი და რაიან რეინოლდსი ახმოვანებენ. სავარაუდოდ ანიმაციური ფილმის პრემიერა 25 ნოემბერს გაიმართება.