რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

174

ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, რუსა მორჩილაძის შემოქმედებითი საღამო 2020 წლის 25 სექტემბერს გაიმართება.

“ამჯერად რუსა მორჩილაძის ლამაზი საღამო გვინდა გაჩუქოთ ჩვენო ერთგულო სტუმრებო. სიმღერები, რომლებიც ყველამ კარგად ვიცით, გვახსოვს და გვიყვარს, ჩვენი საყვარელი მომღერლების შესრულებით, “შუაგულის” სივრცეში კიდევ უფრო მრავალფეროვნად გაჟღერდება”, – წერია განცხადებაში.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ლელა წურწუმია, აჩიკო მეფარიძე, ნოდიკო ტატიშვილი, ნინო ჩხეიძე, ნინი ქარსელაძე, ნუცა ბუზალაძე და სხვა ქართველი ვარსკვლავები. ბილეთის ფასი 50 ლარია.

შემოქმედებითი საღამო წეროვნის მიმდებარე ტერიტორიაზე, მუხრანის ველზე, დეკორატიული მცენარეების ბაღში “შუაგული” 25 სექტემბერს 19 საათზე გაიმართება.

No description available.