ჯგუფ Uriah Heep–ის წევრი გარდაიცვალა

51

ჯგუფ Uriah Heep–ის წევრი ლი კერსლეიკი 73 წლის, ასაკში ონკოლოგიური დაავადებისგან გარდაიცვალა.

კერსლეიკი თანამშრომლობდა ისეთ კოლექტივებთან, როგორებიცაა Gods, Toe Fat, National Head Band. 1971 წელს კი მიიღო Uriah Heep–ის შეთავაზება და ჯგუფის კლასიკური ალბომების ჩაწერაში მონაწილეობდა.

1978 წელს ჯგუფის წევრებთან კონფლიქტის გამო ლი კერსლეიკი ოზი ოსბორნის ჯგუფს შეუერთდა, თუმცა 1981 წელს კვლავ ძველ კოლექტივს დაუბრუნდა.