ჯანდაცვის მინისტრმა ვან მორისონის სიმღერებს საშიში უწოდა

50

მუსიკოსმა ვან მორისონმა სამი ახალი სიმღერა დააანონსა. მისივე განმარტებით კომპოზიციების კორონავირუსის თემას ეძღვნება, ხოლო ერთ-ერთ ტრეკს No More Lockdown (მეტი არავითარი ჩაკეტვა) ჰქვია. მასში მუსიკოსი სახელმწიფოს მიერ მოწოდებული თვითიზოლაციის წინააღმდეგ გამოდის.

ჩრდილოეთ ირლანდიის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრმა რობინ სვონმა კი მორისონის შესახებ სიახლეეს საშიში უწოდა.

“მე არ ვიცი საიდან მოაქვს მას ეს ფაქტები. მესმის, რომ აქ ემოციური ფონია, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მსგავსი მოწოდებები ძალიან საშიშია”, – აცხადებს სვონი BBC-სთან საუბარში.

ვან მორისონის ოფიციალური საიტის თანახმად, ტრეკი Born To Be Free 2020 წლის 25 სექტემბერს გამოვა, As I Walked Out – 9 ოქტომბერს, ხოლო No More Lockdown-ის მოსმენა 2020 წლის 23 ოქტომბერს გახდება შესაძლებელი.

“მე არავის ვეუბნები თუ როგორ იცხოვრონ ან იფიქრონ, ამას ხელისუფლებაც შესანიშნავად ახერხებს. ყველაფერი თავისუფალ არჩევანშია: მგონია, რომ ადამაინებს დამოუკიდებლად ფიქრის უფლება უნდა ჰქონდეთ”, – აღნიშნავს მორისონი.