ჰიუგოს წიგნების გაყიდვით შემოსული თანხა ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენას მოხმარდება

95

ფრანგულმა გამოცემამ “გალიმარი” განაცხადა, რომ ვიქტორ ჰიუგოს რომანის “პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის” გაყიდვიდან შემოსული თანხა, სრულად მოხმარდება 2019 წლის აპრილში ხანძრისგან დაზიანებული ცნობილი ტაძრის აღდგენას.

1831 წელს გამოცემული კლასიკური ნამუშევარი ბოლო პერიოდში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ გამოცემა 40 ათას ევროს ტაძრის აღდგენისთვის შექმნილ ფინანსურ ფონდებს გადასცემს.

“დროა წიგნი დაეხმაროს გოთიკური არქიტექტურის შედევრს”, – აცხადებენ გამოცემაში.