ბილი აილიში თანატოლებს აკრიტიკებს

163

ბილი აილიშმა ცნობილი ახალგაზრდები პანდემიის პერიოდში წვეულებებში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა.

“საოცარია, მაგრამ საუკეთესო მეგობრებს ნახევარი წელია არ ჩავხუტებივარ, თქვენ კი წვეულებებზე დადიხართ”, – აცხადებს მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ აგვისტოში დუა ლიპამ და სხვა ვარსკვლავებმა წვეულებები გამართეს. ივლისში კი ცნობილმა Youtube-ბლოგერმა ჯეიკ პოლმა ლოს–ანჯელესში დიდი წვეულება გამართა, რომლის ფარგლებში მოსული სტუმრებიც ნიღბების გარეშე იყვნენ.