Cardi B-მ მეუღლესთან დაშორება გადაწყვიტა

392

რეპერების – Cardi B-ისა და Offset-ის სამწლიანი ქორწინება დასასრულს მიუახლოვდა. 27 წლის რეპერმა 15 სექტემბერს უკვე შეიტანა განაცხადი ქმართან დაშორებაზე, ხოლო სასამართლო მოსმენა 4 ნოემბრისთვის არის დაგეგმილი. როგორც ინსაიდერმა აღნიშნა, ქარდი მიხვდა რომ უბრალოდ დროს კარგავს და სჯობს ეს ყველაფერი დაასრულოს, ის ამაში დამნაშავედ არავის თვლის და აღნიშნავს, რომ ოფსეტი ყოველთვის ეყვარება, რადგან ის მისი ქალიშვილის მამაა.