The Beatles–ის ბიოგრაფიული წიგნი გამოვა

229

ბრიტანული ჯგუფის The Beatles-ის შესახებ პირველი ოფიციალური ბიოგრაფიული წიგნი 20 წლის შემდეგ, 2021 წლის აგვისტოში გამოვა.

“The Beatles: Get Back” მე–12 და ბოლო სტუდიური ალბომის Let It Be–ის ჩაწერის ისტორიას მოგვითხრობს. წიგნის შესავალს კი მწერალი ჰანფ კურეიში დაწერს. ჯგუფის წევრების ჩანაწერების გარდა მასში შევა იშვიათი ფოტოსურათებიც.

შეგახსენებთ, რომ პირველი ოფიციალური ბიოგრაფიული წიგნი ლეგენდარული ჯგუფის შესახებ 2000 წელს გამოვიდა.