მადონა ავტობიოგრაფიულ ფილმს გადაიღებს

59

მომღერალი მადონა ავტობიოგრაფიული ფილმის რეჟისორი და ერთ–ერთი სცენარისტი იქნება. ფილმს კინოსტუდია Universal Pictures გადაიღებს.

“მინდა გიამბოთ, თუ როგორი შესანიშნავი მოგზაურობაა ჩემთვის არტისტის, მუსიკოსის, მოცეკვავის და ადამიანის ცხოვრება, რომელიც ცდილობს საკუთარი გზით იაროს”, – წერს მადონა.

აღსანიშნავია, რომ 62 წლის მუსიკოსთან ერთად სცენარზე მწერალი ბრუკ ბიუზი–მორიო იმუშავებს.