The Prodigy ახალ მუსიკას წერს

58

ბრიტანულმა ჯგუფმა The Prodigy–მ Twitter-ში განაცხადა, რომ ახალი მუსიკა შექმნის პროცესშია.

“ამ თვეში სტუდიაში ვართ, კვლავ რითმებზე ვმუშაობთ”, – წერია ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

აღსანიშნავია, რომ ეს ჯგუფის პირველი ალბომი იქნება ვოკალისტ კიტ ფლინტის გარდაცვალების შემდეგ.