კვენტინ ტარანტინო “ჯანგო გათავისუფლებულის” სიკველს გადაიღებს

257

კვენტინ ტარანტინო კომიქს “ჯანგო/ზორო”–ს მოტივებზე ფილმს გადაიღებს. ეს “ჯანგო გათავისუფლებულის” სიკველი იქნება.

ჯანგო კვლავ თავებზე მონადირე იქნება, თავის მეუღლეს ბრუნჰილდას კი ჩიკაგოსთან ახლოს, უსაფრთხო ადგილას დამალავს. ერთ დღეს ის შემთხვევით შეხვდება დაბერებულ ზოროს და მის პირად მცველად იწყებს მუშაობას.

ასევე ცნობილია, რომ ტარანტინო უკვე მოელაპარაკა ცნობილ კომიკოსს ჯეროდ კარმაიკლს, რომელიც სცენარზე იმუშავებს.