დევიდ ჰარბორმა და მომღერალმა ლილი ალენმა იქორწინეს. ინფორმაცია თავად ჰარბორბა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
როგორც ირკვევა, წყვილი 7 სექტემბერს ლას-ვეგასში დაქორწინდა. ალენს Dior-ის კაბა ეცვა. წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 10 წელია, ისინი ერთმანეთს 2019 წლიდან ხვდებიან.