Kool & The Gang-ის დამფუძნებელი გარდაიცვალა

313

ჯგუფ Kool & The Gang–ის ერთ–ერთი დამფუძნებელი რონალდ ბელი 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჯგუფი 1964 წელს შტატ ნიუ–ჯერსიში ძმებმა, რონალდ და რობერტ ბელებმა დააფუძნეს. 50 წლის კარიერის განმავლობაში მათ 70 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდეს და აშშ–ის 12 საუკეთესო სინგლი ჩაწერეს.