ცდუნების აღქმა „განდეგილში“ და „მამა სერგიში“

303

არაფერია ისე რთულად გასაკეთებელი ცხოვრებაში, როგორც ბერის გზა და ცხოვრების სტილია. ბერის ცხოვრების გზა მოცულია დაუმთავრებელი ლოცვებით, სიმარტოვით და კონსერვატიული ცხოვრების წესებით.განდეგილები არიან ადამიანები, რომლებიც მარტოობაში ეძებენ სულიერ სიმშვიდეს და ხსნას ეშმაკის ცდუნებისაგან, ცოდვებისგან და ცდილობენ სულიერ სიმაღლეს და სიწმინდეს მიაღწიონ საზოგადოებისგან შორს.მათი ცხოვრების წესი აშორებს მათ ტექნოლოგიიისგან, სიმდიდრისგან და რაც მთავარია ხალხისგან.

მორწმუნე განდეგილებს რელიგიური წესის მიხედვით, რა თქმა უნდა, აკრძალული აქვთ სქესობრივი ცხოვრება. რელიგია ქორწინების გარეთ სექსს წარმოაჩენს, როგორც ეშმაკის ხაფანგს და სულის გამაფუჭებელს. სქესობრივი კავშირი ფუჭად აგდებს განდეგილის ცხოვრების წესს და მის რჯულს.პოსტმოდერნული ხანის დადგომამდე, ეს საკითხი ხელოვნებაში ძირითადად დოგმატური აკრძალვებით იყო გარემოცული. ზოგი ღვთისმსახურიამ ნაწარმოებებსეშმაკისეული ცოდვებისკენ ბიძგად განიხილავდა და გარყვნილებად მიიჩნევდა. ეს შუა საუკუნეების რელიგიური დოგმატიკის ბატონობის პერიოდში ხელოვნების ნაწარმოების ავტორს რიყავდა საზოგადოებისაგან და რეპუტაციას უფუჭებდა.  უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთ საზოგადოებაში ამის სრულიად საწინააღმდეგოც ხდებოდა.  სწორედ ეს არის ჩვენი ამ წერილის მთავარი თემა.  ორი საპირისპირო რეაქცია ერთი და იგივე ტიპის ნაწარმოებზე.

მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში ამ საკითხზე ყურადღება გაამახვილა და გამოსცა ნაწარმოებები ორმა ისტორიულად გამორჩეულმა მწერალმა: თავადმა ილია ჭავჭავაძემ და გრაფმა ლევ ტოლსტოიმ. ერთი შეხედვით, ჭავჭავაძის განდეგილი და ტოლსტოის მამა სერგის თემა და შინაარსი ერთმანეთის მსგავსიც არის. თუმცა იგივე თემის მიუხედავად, არის განსხვავება გარკვეული ტონით,დასკვნით და დეტალებით.

ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ იწყება ცივილიზაციას მოშორებული ბერის ცხოვრემის და მისი ასკეტური გარემოს აღწერით. განდეგილს დიდი ხანია საკუთარი თავი მოცილებული ჰყავს საზოგადოებისგან. ჩვენ არც ისიც ვიცით რა ხნის არის განდეგილი.შეიძლება იგი  მოხუციც კი არის, თუმცა ეს არ არის გადამწყევტი ამ შემთხვევაში. რატომ არჩია მან ბერობის გზა სრულიად უცნობია მკითხველისთვის, რაც განდეგილს კიდევ უფრო იდუმალ სახეს აძლევს. მისი ცხოვრების სტილი შემოიფარგლება მყინვარიმთის თავზედ ლოცვით, მინიმალისტური ცხოვრებით და სიმარტოვით. ერთ მშვენიერ ღამეს გაქანებულ ყინვაში განდეგილის ცხოვრების რეჟიმი ირღვევა და მის  კარზე კაკუნი ისმის. კარის უკან კი საოცარი სილამაზით დაჯილდოებული გლეხის ქალი დგას, რომელიც დროებითი თავშესაფრის ძიებაშია.ეს ქალი გამოექცა თავის სამუშაო ადგილს და ახლობლებს უცნობი მიზეზით. მისი სილამაზე ერთ წამშივე იზიდავს განდეგილს. ცოტა ხნის შემდეგ მღვდელსა და ქალს შორის რომანტიკულ-ინტიმური ურთიერთობა იწყება.გლეხი ქალი განდეგილის ურცხვობას და ზოგადად, მის ცხოვრების წესს აკრიტიკებს, რამაც განდეგილი ადამიანური ემოციებისგან და ინსტინქტებისგან დააცარიელა და გააქვავა. ეს ცხოვრების წესი რეალობაში არ ისახავს არანაირი მნიშვნელობის მომტანს და ის აღმოჩნდება ყალბი. ის, ასევე ეტრფის ადამიანურ ემოციას.  ღვთაებრივ ფენომენში ადამიანური საწყისის მოძიება ჯერ კიდევ ქრისტიანობის დასაბამიდან ხდება – თვით ქრისტეს მოძღვრებიდან. 

კრიტიკა ახასიათებს ბერებს, როგორც ემოციისგან გარიყულ ადამიანებს, თუმცა ავტორმა იცის, რომ ყველანაირი განზოგადება აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. რაოდენ სიმართლედაც არ უნდა ჩაითვალოს ეს, ზოგიერთი განდეგილის ცხოვრება არამარტო ემოციისგან გაქცევაა , არამედ ის არის წარსული ცოდვებისგან კუდამოძუებული მოცოცხვაც არის. თუმცა, ირონიულად ჯღერს ის, რომ ორთავე გმირი, განდეგილიც და გლეხის ქალიც,  ქვაბულის კელიაში იგივე პრობლემებისგან გამოქცევის გამო არიან გამომწყვდეულნი. ლამაზი გლეხის ქალი აჟიტირებული და მოუსვენარია თავისი საქციელის გამო. ცდუნებული განდეგილი კი მის დამშვიდებას ცდილობს. განდეგილი და გლეხის ქალი მათს შორის გაჩაღებული სასიყვარულო და სექსუალური კონტაქტის შემდეგ საკუთარ გზას აგრძელებს. განდეგილი კი ღმერთის რისხვის შიშით ხატს აპყრობს თვალს. ხატი კი წმინდა ფიგურის მაგივრად გლეხ ქალს ანახებს და რისხვა თითქოს არ ხორციელდება. ანუ მაღალმა ძალებმა ამჯობინეს მისი ადამიანური მხარის გამოჩენა. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ადამიანური მხრის გამოჩენას ხანდახან უფრო პოზიტიური ბოლო აქვს. და მაინც რაზე უნდა დაესაჯათ ღვთაებრივ ძალებს მარტოდ დარჩენილი ადამიანი? განდეგილმა პრინციპში გადაარჩინა ქალი ემოციური სტრესისგან და გაყინვისგან.

ლევ ტოლსტოის მოთხრობას „მამა სერგი“ კი უფრო პესიმისტური ხედვა აქვს ბერის ცხოვრებაზე. ლევ ტოლსტოი მოგვითხრობს ამბავს ჯარისკაც კასატსკიზე. კასატსკი არის ადამიანი რომელიც ერთხელ იყო პერფექციონისტი. კასატსკის სურდა წოდების ამაღლება და მაღალ საზოგადოებაში მოხვედრა სიმდიდრით და ლამაზი ქალებით. მაგრამ მისი წარუმატებლობის გამომიბრუნდა ღმერთისკენ და ბერობისკენ. ერთ მშვენიერ დღეს, დიდი წვიმის დროს, მის კარზე მოისმა კაკუნი. კარის უკან იდგა ახალგაზრდა ქალი სახელად მაკოვკინა. მამა სერგი (კასატსკი) სკეპტიკურად უყურებს მისი შემოსვლის შესაძლებლობას, მაგრამ უძლური ხდება მისი მშვენიერების წინაშე და საბოლოოდ უშვებს მას სახლში. ქალის ქვეცნობიერ განზრახვაში ცდუნება დევს, თუმცა, მამა სერგი არ ითვალისწინებს ქალის სექსუალურ ცდუნებას. პროტესტის ნიშნად მამა სერგი იჭრის თავის თითს და ქალი ტოვებს მის სახლს. თვითონ მამა სერგი როგორც პერსონაჟი მოხეტიალეა და განწირულია. როგორც ჩვეულებრივი ბერი, მამა სერგი ცდილობს დაივიწყოს მისი წარსული და ინსტინქტები ხალხის განკურნებით. მაგრამ სერგი განდეგილისგან განსხვავდება პროფესიით და პესიმისტური და სუსტი ბუნებით, რაც ნელ-ნელა მის პაციენტებში მჟღავნდება. ბერის მოქმედებებს განდეგილისგან განსხვავებით არანაირი კარგი შედეგი არ აქვს, არც მამა სერგის მხრიდან, რომელიც თავის თავს წყევლის და ეძახის ცოდვილს და არც საზოგადოების მხრიდან, რომელიც მას უბრალო გარყვნილ ექიმბაშად თვლის.

მამა სერგის, როგორც ბერის ცხოვრების გამოსახულება არის უფრო ძლიერი კრიტიკა ადამიანის მოჩვენებითი სულიერი ცხოვრებისდა ცრუ ასკეტიზმის. მოთხრობა გამოსახავს მამა სერგის უაზრო მოხეტიალედ, რომელიც მაინც უბრუნდება ადამიანის ცხოველურ ინსტიქტს. ჩემი აზრით, მოთხრობა გვაუწყებს, რომ ფარისევლობის მცირე რაოდენობითაც მაღალი ძალებისკენ ლტოლვა ხდება შეუძლებელი და ეს ფარისეველიც მაინც ცხოველურ ხასიათს ვერსად ვერ გაექცევა. მამა სერგის მოთხოვნების გამომჟღავნებამ დაგვანახა ფარისეველი ადამიანის უძლურება ფროიდისეული სექსუალური ცდუნების წინაშე. მოთხრობა გვეუბნება, რომ ფსევდო-მეტაფიზიკა არის უძლური ვნებების და ადამიანის ორგანიზმის წინაშე, რამაც შეიძლება ლევ ტოლსტოის კონფლიქტი გამოიწვია რელიგიის ფარისეველ წარმომადგენლებთან.

მოთხრობა სრულდება მამა სერგის დაჭერით და მისი ციმბირში გადასახლებით. უმეტესად მოთხრობა არის გადმოცემული ძალიან  ტრაგიკული და პესიმისტური ტონით. ცხოვრება მართლაც შეუძლებელია ინსტინქტების  გარეშე და ამ ინსტიქტების გადალახვა მარტო ურყევ მრწამსს შეუძლია. ილია და ლევ ტოლსტოი – ეს მწერლები არა ათეისტები, არამედ ძლიერი მორწმუნენი იყვნენ: ქრისტიანული რელიგიის აღმსარებლები. ილია რელიგიურ სისტემაზე ამბობდა რომ, ენასთან და მამულთან ერთად სარწმუნოება იყო ქართული კულტურის და იდენტობის შენარჩუნების გადამწყვეტი საშუალება.  ილია ასევე ამბობდა, რომ რელიგიამ საქართველო ფეხზე დააყენა და გააძლიერა სულიერად. თავადმა ჭავჭავაძემ ასევე შეაქო საეკლესიო სისტემა ისტორიული ნაწერების შენარჩუნებისთვის. ილია ამბობს: „ადამიანი ისტორიას რომ ივიწყებს ის კარგავს ადამიანობას და ხდება ცხოველი. მისი თქმით “.

 დიახ, დღეს ჩვენი ახალი თაობისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან ჩვენი ახალი თაობის დიდი ნაწილი ცხოველური ინსტიქტების მონობაშია.  ილია ძალიან მართებულადაც სწერდა: „ჩვენის ფიქრით, არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა“. ასევე ილია ჭავჭავაძე ამბობდა, რომ შემოსევების დროს ეკლესია მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქართული იდენტობის და რჯულის შესანარჩუნებლად. ხოლო ლევ ტოლსტოი კი ეწინააღმდეგებოდა რუსული ეკლესიის და მთავრობის ნაციონალისტურ და მონარქიულ წყობას. ტოლსტოი უარყოფდა  ეკლესიის უმეტეს რიტუალებს და წესებს. გრაფმა ტოლსტოიმ ჩამოაყალიბა საკუთარი, უფრო პაციფისტური და სულიერი ქრისტიანობის ვერსია.ტოლსტოი ქრისტიანობას ადარებდა მოძრავ ნათურას, რომელიც გადადის თაობიდან თაობამდე.  სწორედ ამიტომ იყო ტოლსტოი მაგალითი მილიონობით ადამიანისათვის და არის კიდეც, რადგან მილიტარიზმი, ნაციონალიზმი და მაჩიზმო აღარ არის მისაღები საზოგადოების დიდი ნაწილისათვის ახლა.  და ალბათ არც ფარისევლური ფიზიოკრატია, რასაც ორივე ავტორი ძირით ფესვამდე აკრიტიკებს. 

დავით რაზიკაშვილი