არქეოლოგებმა კელტური ტომის ქალაქის ნანგრევები აღმოაჩინეს

84

შოტლანდიაში, ედინბურგის სამეფო პარკ ჰოლირუდის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა კელტური ტომის ქალაქის კედლების ნანგრევები იპოვეს.

სპეციალისტების განმარტებით, რუინები ვოტადინების მიერ თავდაცვის მიზნით აგებული გალავანია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქამდე ჩატარებული გათხრების დროს არქეოლოგებმა 5,4 მეტრი სისქის და 1,2 მეტრი სიმაღლის ქვის კედლები იპოვეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ უძველესი ტომი ტერიტორიაზე მდებარე ბორცვს სოფლის მეურნეობისთვის იყენებდა.

“მარტში დაწყებული გათხრები კორონავირუსის პანდემიის გამო შეწყდა. თუმცა, ახლა უნიკალური ძეგლია ნაპოვნი”, – აცხადებს ორგანიზაცია Historic Environment Scotland–ის წარმომადგენელი.