როგორი ფორმატით გაიმართება საბავშვო ევროვიზია

716

კონკურსის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, “საბავშვო ევროვიზია” პოლონეთში ტელე–ხიდის ფორმატში გაიმართება.

“შოუ ცვლილებას COVID-19–ის პანდემიის გამო განიცდის. კონკურს “ევროვიზიის” მე–18 სეზონი ვარშავაში მდებარე სტუდიაში, პირდაპირ ეთერში, სოციალური დისტანციის დაცვით გაიმართება”, – ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორების განმარტებით, მონაწილეები საკუთარი ქვეყნებიდან ჩაერთვებიან კონკურსში.

“მოგზაურობის შეზღუდვისა და სხვა პრობლემების გათვალისწინებით, სამწუხაროდ, ვერ ჩამოვიყვანთ მონაწილეებს პოლონეთში. ორგანიზატორებმა გააკეთეს ყველაფერი, რათა პირველ რიგში ეზრუნათ მონაწილეთა უსაფრთხოებაზე”, – აცხადებს კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი, მარტინ ოსტერდალი.