ყველაზე ხანგრძლივ მუსიკალურ ნაწარმოებში აკორდი შეიცვალა

51

ყველაზე ხანგრძლივ მუსიკალურ ნაწარმოებში, რომელიც 639 წელი უნდა ჟღერდეს, აკორდი შეიცვალა. ამ ცვლილების მოსასმენად ფანატები გერმანიის ერთ–ერთ ტაძარში შეიკრიბნენ.

სპეციალურად შექმნილ ორგანზე ნაწარმოების შესრულება 19 წლის წინ დაიწყეს და ის 2640 წელს დასრულდება. მისი ავტორი ჯონ კეიჯია, მან პარტიტურა 1980–იან წლებში დაწერა. კომპოზიცია As slow as possible–ის შემდეგი აკორდი 2022 წლის 5 თებერვალს შეიცველება.