ოზი ოსბორნი Black Sabbat–ში აღარ დაბრუნდება

520

ოზი ოსბორნი ჯგუფ Black Sabbat–თან ერთად კონცერტს აღარ ჩაატარებს. როგორც თავად მუსიკოსი აღნიშნავს, ერთობლივი კონცერტების შესახებ ის ჯგუფის გიტარისტს, ტონი აიომის ესაუბრა და დაუდასტურა, რომ კონცერტები მის გარეშე ჩაივლის.

“ჩემს გარეშე. ყველაფერი დასრულებულია. ერთადერთი, რასაც ვნანობ, არის ბილ უორდთან ერთად ჩაუტარებელი კონცერტი ბირმინგემში, 2012 წელს. ჯერ ბოლომდე არ გამოვჯანმრთელებულვარ. ავარიის შემდეგ კისრის ნერვები მაქვს დაზიანებული და ნევროპათია მაქვს. თუმცა, ვაკეთებ რაც შემიძლია. უნდა გავმართო კონცერტები. როდესაც ბოლო კონცერტი დასრულდება, ვიგრძნობ, რომ სამუშაო დასრულებულია”, – აცხადებს ოსბორნი.