ბელგიელი მსახიობი და მომღერალი ანი კორდი საფრანგეთში 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კორდი კანის სიახლოევს, ვალორისის კომუნაში ცხოვრობდა.
“ის ცუდად გახდა. შესაბამისი სამსახურები დროულად მოვიდნენ და ყველა ღონე იხმარეს მის გადასარჩენად”, – აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი მიშელ ლებონი.
ანი კორდი 700-ზე მეტი სიმღერის შემსრულებელია, მონაწილეობდა 20-მდე მუსიკალურ კომედიასა და ოეპრეტაში, 40-მდე ფილმში და 30 სერიალში.